სპორტი

ლუკა გაგნიძე კარიერას „ურალში“ იჯარის წესით გააგრძელებს

ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელიც მოსკოვის „დინამომ“ თბილისის „დინამოსგან“ შეიძინა, – კარიერას იჯარის წესით „ურალში“ გააგრძელებს.

18 წლის ფეხბურთელი ეკატერინბურგის „ურალში“ 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გაგნიძე უკვე ეკატერინბურგშია და კლუბის ღირსებას 34 ნომრიანი მაისურთ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დინამომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელში 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა და მას 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მოსკოვური კლუბი პრაქტიკის მისაღებად გაგნიძეს რომელიმე გუნდში გაანათხოვრებდა და ასეც მოხდა.

ლუკა გაგნიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ ქართულ გუნდში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 1 გოლი და სამი საგოლე პასიც არის ჩაწერილი.

ეკატერინბურგის „ურალმა“ რუსეთის პრემიერლიგა გასულ სეზონში 34-ე ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა და დაქვეითებას გადაურჩა.

ახალი სეზონის პირველ მატჩს „ურალი“ 25 ივლისს გამართავს, სადაც საკუთარ სტადიონზე „კრასნოდარს“ უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button