მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯანმო მოუწოდებს მთავრობას აჩქარდეს ვაქცინაციის პროცესის ტემპი

საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ ქვეყანა მაღალი ინფიცირების და ძალიან დაბალი ვაქცინაციის ტემპით გამოირჩვევა. ის მოუწოდებს მთავრობას, აჩქარდეს ვაქცინაციის პროცესის ტემპი.

„სიტუაცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში შემაშფოთებელია. ის გასული წლის სცენარის გამეორებაა, როცა შემთხვევათა შემცირების შემდეგ ხალხი მოდუნდა, გაიხსნა ტურიზმი, რასაც მოჰყვა მეორე ტალღა, გასული წელი უნდა იყოს გაკვეთილი და შეცდომების გამეორება თავიდან უნდა ავიცილოთ. ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, მთავრობებმა შეასუსტეს სოციალური შეზღუდვები და დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი”, – ამბობს ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button