მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თავი შევიკავოთ დიდ თავშეყრებზე და ავიცრათ ყველა-ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და საშიშორება სერიოზულია. აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე .

გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქორწილების, ქელეხების, დიდი დაბადების დღეებისა და სხვა შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

“საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც მასის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტახანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა,შ. და ავიცრათ ყველა”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button