მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან

უკრაინის არმიამ განაცხადა სრული კონტროლის შესახებ ქალაქ ბალაკლიაზე ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და ასევე სხვა მნიშვნელოვან მიღწევებზე ამ თვის დასაწყისში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ. არმია 10 სექტემბერს Telegram-ით ავრცელებს ცნობას, რომ ბალაკლიაზე უკრაინული დროშა აღმართეს და რომ მათი ჯარები კუპიანსკში შევიდნენ.

ამ დროს უკრაინული ძალები ლისიჩანსკის გარეუბანში იმყოფებიან და ბრძოლები მიმდინარეობს ლიმანის გარეთ.

ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კონტრშეტევის დაწყებიდან პირველად განაცხადა ორი რეგიონიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, განაცხადა, რომ მოხდება ჯარების გადაჯგუფება ბალაკლიასა და იზიუმის რაიონებიდან დონეცკის რეგიონში. კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნების მისაღწევად”, რომელიც მოითხოვს “ძალისხმევის გაზრდას დონეცკის მიმართულებით”.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა “კარგი გადაწყვეტილება” მიიღეს, რომ გაიქცნენ. ზელენსკიმ 10 სექტემბერს გამოაცადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის ორი ათასი კვადრატული კილომეტრი.

ხარკოვის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, ვიტალი გრაჩოვმა, იმ რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც იქამდე მათი კონტროლის ქვეშ იყო, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის რეგიონს. მაგრამ პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალაც კი, საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენნაიადან, რუბიჟნოედან“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას, როგორც ოკუპანტების, ისე მათ მიერ დანიშნული ოფიციალური პირების გაქცევის შესახებ.

„ისინი გარბიან არა მარტო სვატოვოდან, სტარობელსკიდან, ტროიცკიდან, არამედ აგროვებენ ნივთებს და ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებს – ალჩევსკს და ლუგანსკს, ასევე აგროვებენ ნივთებს და ოჯახებს აგზავნიან რუსეთში“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის სხვადასხვა დასახლებიდან წასვლის მსურველთა ხაზები რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ოკუპირებულ კრემენნაიაში პარტიზანებმა ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button