მსოფლიოსიახლეები

დანიაში 15 აპრილიდან ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ქვეყანაში შემზღუდავი ზომები, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავირებით მიიღო, თანდათან შემსუბუქდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

15 აპრილიდან დანიაში ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სწავლა განახლდება, დანარჩენი მოსწავლეები კი, სკოლაში 10 მაისიდან დაბრუნდებიან.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები „გონივრულს“ უწოდებენ.

ამასთან, ქვეყანაში ბარები, რესტორნები, კლუბები, სალონები და სავაჭრო ცენტრები კვლავ დახურული იქნება. ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

ბოლო მონაცებით, დანიაში ვირუსს 187 ადამიანი ემსხვერპლა, 4 681 კი, დაინფიცირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button