2017 წლის თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტი რამდენიმე მიმართულება იქნება

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 15 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა არ იგეგმება. კვლავ პრიორიტეტულია რამდენიმე მიმართულება.

მათ შორის არის სოციალური პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და გამწვანება.

„ჩვენ ხარჯების ადმინისტრაციული ნაწილის გაზრდა არ გვაქვს დაგეგმილი. ორი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვახდინეთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. გარკვეული ნაწილის ოპტიმიზაცია მომდევნო წლისთვისაც მოხდება,“-განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button