დანიაში ვადაგასული სურსათის სუპერმარკეტი გაიხსნა [Photo]

კოპენჰაგენში ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის პირველი სუპერმარკეტი – WeFood-ი გაიხსნა, – გვაცნობებს The Independent.

სუპერმარკეტში პროდუქტები 30-50%-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება, ვიდრე სხვა მაღაზიებში. საქონლის მიმწოდებელი ქვეყნის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Føtex-ი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, WeFood-ს დანიაში სასურსათო ნარჩენების რაოდენობის შემცირება სურს. ინიციატივის ავტორები ამ წამოწყებას მსოფლიო პრაქტიკაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად თვლიან, რომელიც არა მხოლოდ მოსახლეობის ღარიბ ფენებს, არამედ ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებულ ნებისმიეს მოქალაქეს დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტის გახსნას დანიის პრინცესა მარი დაესწრო.

როგორც ცნობილი გახდა, დანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში სასურსათო ნარჩენების რაოდენობა 25%-ით შეამცირა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30151″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button