გაფიცვის მე-12 დღე

ტყიბულის საქნახშირის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. პროტესტის მე-12 დღეს მოთხოვნები უცვლელია: მეშახტეები საწარმოს ადმინისტრაციას სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 40%-ით მომატებას სთხოვენ. დღეს გაფიცულ მეშახტეებს სახალხო დამცველი შეხვდება. უჩა ნანუაშვილს ტყიბულში 14:00 საათზე ელოდებიან.

მაღაროელებს მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ – შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა და ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება.

მსგავსი პოსტები

Back to top button