მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დანიშნული „მერი“ აცხადებს, რომ რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას

ოკუპანტების მიერ დანიშნული ოკუპირებული ქალაქის, მელიტოლის მერი, გალინა დანილჩენკო აცხადებს, რომ რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას.

დანილჩენკოს მტკიცებით, მაუწყებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება “სანდო ინფორმაციის დიდი დეფიციტის” გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი დააკავეს და მის ნაცვლად ქალაქის „მერად“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ივან ფედოროვის გატაცება დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მან დაკავებული მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button