მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს

უკრაინაში ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „უკრენერგოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ხაზი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და ქალაქ სლავუტიჩს, კვლავ დაზიანდა ოკუპანტების მიერ მას შემდეგ, რაც უკრენერგოს სარემონტო ჯგუფმა შეაკეთა იგი.

გუშინ „უკრენერგოს“ სარემონტო ჯგუფმა შეაკეთა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ქალაქ სლავუტიჩს. 19:07 საათზე დაიწყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისა და ქალაქ სლავუტიჩის ელექტრომომარაგების აღდგენა. თუმცა, ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან დამპყრობლებმა მალევე ისევ დააზიანა ხაზი“,- აღნიშნეს „უკრენერგოს“ პრესსამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button