კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში ცნობილი ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დაჭრილი, მალხაზ ბადუაშვილის მამა, მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს. ნოდარ ბადუაშვილი შურისძიებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ მის შვილს დაპირისპირება არავისთან ჰქონია.

” არ ჰქონდა დაპირისპირება არავისთან, ყველასთან მეგობრულად იყო. არც ბოლო პერიოდში მახსენდება, რომ ვინმესთან დაპირისპირება ჰქონოდა. ახალჩაყრილი ვენახი გვაქვს და იქ მიდიოდნენ დღეს. სამეგრელოდან ჩამოსული მუშები არიან და ვენახში ბევრი საქმეა გასაკეთებელი. იმ ხალხს ფულს ვუხდიდით და თვითონაც მუშაობდა მათთან ერთად. დილასაც თავისი მანქანით მიდიოდა.რა მოხდა, კონკრეტულად, არ ვიცი. ის ორი დაჭრილიც სამეგრელოდან, ზუგდიდიდან ჩამოსული პირები არიან. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ- განაცხადა ნოდარ ბადუაშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამთენიისას მოხდა.
გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი პირი, რომლებს შორის ერთ- ერთი, კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილია. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში იმყოფება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე 19, 109- ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button