კრიმინალისაქართველოსიახლეები
დაპირისპირება ავჭალაში – დაჭრილია ერთი ადამიანი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/dachra-2.jpg)
ავჭალაში კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კონფლიქტში მონაწილე პირი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.