მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქია სიღნაღის მუნიციპალიტეტში

კახეთში სეტყვა იყო. რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დასეტყვილია რამდენიმე სოფელი, თუმცა რა ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა, ამ ეტაპზე უცნობია.

სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მონაცემები ზიანის შესახებ ცოტა ხანში იქნება ცნობილი.

ძლიერი სეტყვა იყო დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა, დაზიანდა ნათესები და ვენახის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობთ უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button