მსოფლიოსაქართველოსიახლეები

უცხოეთიდან საქართველოში მორიგი სპეცრეისი შესრულდა

პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული სპეცრეისის განხორციელების შედეგად, საქართველოში 89 მოქალაქე დაბრუნდა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან ისარგებლეს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები: 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას დადგენილი კრიტერიუმებით განაგრძობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button