მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში და დაშავებული ჟურნალისტები

მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს მოაჯირი ჩაინგრა – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.

ამ დროისთვის მძიმეა TV პირველის ოპერატორის ალეკო ხაზალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავდნენ ასევე TV პირველის ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2-ის ოპერატორი, დათო კონჯარია.

ისინი სასწრაფოს ბრიგადამ მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ კვლევები უტარდებათ.

დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში იმ დროს მოხდა, როცა მღვდელმსახურება შეჩერებული ორი სასულიერო პირი და მათი მრევლი მეუფე სტეფანესგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button