მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანეს სანქციები სასულიერო პირებს და მრევლს-დაპირისპირების ახალი ტალღა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა. ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს #3 ბრძანებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც “ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება, ასევე, აუკრძალა მოქალაქეების ნაწილსაც.

“ზიარება ეკრძალებათ, აგრეთვე, იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრების შეურაცხყოფაში. ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა.

სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვრად მონაზონი დედა ნატალია კერესელიძე დანიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button