მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, დღეს, დილით გაავრცელა.

” კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15- მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები.
სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.

ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინციდენტი, ეთნიკური აზერბაიჯანებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში, 31 ოქტომბერს, გვიან, ღამით მოხდა.
შეხლა- შემოხლის დროს დაშავებული პირები, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
საქმეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button