მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ყარაჯალაში

სამი ადგილობრივი დაშავდა, 31 ოქტომბერს ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ინციდენტის შედეგად.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თავდაპირველად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. თუმცა, ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

შედეგად, სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის, შეხლა- შემოხლა დაიწყო.

დაშავებული პირები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, ორ მათგანს გარეგნული დაზიანებები, ერთს კი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს.

ინციდენტში მონაწილე პირების ახლობლები და თანასოფლელები, რამდენიმე საათის განმავლობაში, თელავის პოლიციის სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები და დამნაშავის გამოვლენას ითხოვდნენ.

ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126_ ე და 353- ე მუხლებით არის დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button