მსოფლიოსიახლეები

დაპირისპირება პოლიციასა და მუსლიმებს შორის იერუსალიმში

მუსლიმები რამადანის დასრულებას ზეიმობენ. ურაზა-ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა იერუსალიმში შეტაკებებით დაიწყო. სამართალდამცველებმა ალ-აქსას მეჩეთთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ისინი ადგილზე არეულობის გამოწვევას ცდილობდნენ. რამდენიმე ადამიანმა სალოცავის ტერიტორიაზე შესვლაც სცადა, თუმცა ძალოვნებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან პანდემიის გამო, ალ-აქსას მეჩეთი ამ დრომდე დაკეტილია.

ტრადიციულად, 30-დღიანი მარხვის დასრულებას მუსლიმები მეჩეთებში მასობრივი ლოცვებითა და შეკრებებით აღნიშნავენ, თუმცა წელს მორწმუნეებს მთელს მსოფლიოში ურჩევენ, რომ დღესასწაული სახლებში გაატარონ.

იერუსალიმის მკვიდრი ისმათ შალუდი აცხადებს, რომ მორწმუნეებს მეჩეთში შესვლა სურთ.

“ალ აქსას მეჩეთი 2017 წლის შემდეგ არ დახურულა, მართალია ახლა სხვა ვითარებაა, მაგრამ მორწმუნეებს გვსურს რამადანის დასრულების აღსანიშნად ტაძარში ვილოცოთ და ხელისუფლებამ ამის ნება მოგვცეს. ისრაელში გაიხსნა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, მხოლოდ ტაძრები დაკეტეს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის სწორი”. – განაცხადა ისმათ შალუდმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button