მნიშვნელოვანისაქართველო

დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება აქვს დაესწროს კონფერენციას. ინაშვილი ამ კონფერენციაზე არ მიუწვევიათ. ის ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არ იცის რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა მისი მოსვლა პროვოკაციად.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ის კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს და წასვლას არ აპირებს, თუმცა ორგანიზატორები ინაშვილისგან ითხოვენ დატოვოს შენობა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, ირმა ინაშვილი კონფერენციას ესწრება.

“დაპატიჟებული არ ვიყავი, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მაქვს უფლება მოვიდე, გავაკეთო მოხსენება, მივიღო მონაწილეობა და მოვისმინო“,- განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button