მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
“დარჩი სახლში” ეშმაკისეული მოწოდებაა”
“მოწოდება “დარჩით სახლში” ეშმაკისეულია” – ქადაგებისას, ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ.
მიტროპოლიტმა გაკიცხა ის სასულიერო პირები, რომლებმაც მოქალაქეებს მსოფლიო პანდემიის დროს აღდგომისა და სხვა დღესასწაულების სახლში აღნიშვნისკენ მოუწოდეს.
მისი თქმით, თუ ვირუსის შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა, ეს ვირუსის ბრალი კი არ არის, არამედ მისი გარდაცვალების დრო დადგა.
“დღეს ეშმაკი ადამიანებს ეუბნება, “დარჩით მარტო”, “დარჩით სახლში”, მიეჩვიეთ მარტო ყოფნას და მარტო ებრძოლეთ იმას, რა რეალობაშიც ხართ. თუ ვირუსი გახდა მაპროვოცირებელი ჩვენი გარდაცვალებისა, ეს არ იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ ვირუსმა მოკლა ადამიანი. უბრალოდ, მოვიდა გარდაცვალების დრო.” – ამბობს მეუფე საბა.