დართლოს რეაბილიტაცია

რეგიონული განვითარების სამინისტრო კახეთში, სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიზანი პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა.

სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1 მილიონ 344 ათას 102 ლარი.

დართლო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემში.

მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში. პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია ცხენის ბილიკით და საჰაერო გზით.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი. აქედან 7 მამაკაცია, ხოლო 2 ქალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button