მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე

დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტის დათმობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველ დღე მხარეები მიწის 100-400 მეტრს ცვლიან და თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე ათასი საარტილერიო გასროლა ხორციელდება.

„ეს არის სასტიკი და გამანადგურებელი ბრძოლა. ყოველდღიურად თითოეული მხარე ცვლის 100-400 მეტრ მიწას და რამდენიმე ათას საარტილერიო გასროლას. ბახმუტი ნაკლებად მიმზიდველია სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე სახის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ასე რომ არ ყოფილიყო განადგურებული“, – უთხრა დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელმა „სიენენს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თითქმის 6 თვის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებაზე ქალაქის დამცველები რუსებთან თანაბრად არიან, ხოლო ინტენსიური დაბომბვების შედეგად ქალაქი თითქმის სრულიად არის განადგურებული.

“ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ უკრაინას აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში მრავალთვიანი სასტიკი ბრძოლიდან ყურადღება სამხრეთში პოტენციალურ შეტევაზე გადაიტანონ, საბრძოლო ქმედებების წარმოების სხვა სტილის გამოყენებით, რომელიც ცოტა ხნის წინ დასავლელი პარტნიორების მიერ შეძენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო ტექნიკის უპირატესობებს გამოიყენებდა”, – წერს CNN-ი.

ბახმუტი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკსა და ლუგანსკს შორის მდებარეობს. ძლიერმა დაბომბვამ ქალაქი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button