მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა მას თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ აპირებს ბელარუსზე თავდასხმას

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა მას, ერთი მხრივ, თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს, მაგრამ, მეორე მხრივ, უარს არ ამბობს „ექსტრემისტებისა და ბოევიკების“ მომზადებაზე.ამის შესახებ ლუკაშენკომ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და კრიმინალის მდგომარეობაზე გამართულ შეხვედრაზე თქვა.

“არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, რათა ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. ისინი გვთავაზობენ აგრესიის პაქტის დადებას. მეორეს მხრივ, ისინი ამზადებენ ამ საშიშ ნაზავს და აიარაღებენ მას. პოლონეთი და ლიეტუვა საერთოდ გაგიჟდნენ. რატომ სჭირდებათ ეს? გაურკვეველია. ამიტომ, იძულებული ვართ, მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ”, – განაცხადა ლუკაშენკამ.

რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე, დაყრდნობით წერს, რომ “კრემლს არ აქვს მონაცემები, რომ კიევმა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა.”

ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა 2020 წლის საპროტესტო აქციებზე, მისი თქმით, რომ არა ის, ბელარუსში ახლა იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, თითქოს უკრაინა ბელარუსს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ აპირებდა და არც ახლა აპირებს ბელარუსზე თავდასხმას.

“ყველაფერს, რასაც უკრაინა ოფიციალურად გვთავაზობს, გესმით. ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე და არც არასდროს ვაპირებდით. ასეთი განზრახვები არ არსებობს. ეს არის მთავარი სიგნალი მთელი უკრაინელი ხალხისგან ბელარუსი ხალხისთვის.” – ამბობს ზელენსკი

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button