მნიშვნელოვანისაქართველო
დასავლეთ საქართველოში ფართობებს თერმული ნისლით დაამუშავებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში ფართობებს თერმული ნისლით დამუშავებენ. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებითა და მათთან კოორდინირებულად დაიგეგმება, რათა არ დაზიანდეს ფუტკარი.