კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო
ჯიბღაშვილმა სასამართლოს მონასტრიდან დახასიათება წარუდგინა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბიზნესმენისა და მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე, ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინეს – მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობა.

ჯიბღაშვილს ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. მან წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.