მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკა
დაშავებულთა ფოტოები გამოაქვეყნა სომხეთის მხარემაც
მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დაზარალებულთა ფოტოსურათები, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაშავდნენ.
ოფიციალური ინფორმაცია სომხური მხრიდან მსხვერპლის შესახებ:
ყარაბაღში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, ორი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამის შესახებ, ყარაბაღის ომბუდსმენის ოფისი იტყობინება.
ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“.