მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დასრულდა თუ არა გვარების ომი პანკისში

პანკისის ხეობაში მოკლული იბრაგიმ ქავთარაშვილის გვარმა, მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავები, ქისტური ადათით სისხლის აღების პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა.

გარდაცვლილის ახლო ნათესავების განმარტებით, მკვლელობის ტვირთი, ტრადიციის თანახმად, მხოლოდ ბრალდებულს დაეკისრება.

” ჩვენმა გვარმა მარგოშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა. ახლა მხოლოდ მკვლელია ჩვენთან ვალდებული. ჯერჯერობით, ის ციხეშია და სანამ არ გამოვა ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ჩვენი წესის თანახმად, სანამ ის საპატიმროს არ დატოვებს. როცა გამოვა, შევიკრიბებით და ან შერიგება მოხდება, ან სისხლის აღება გადაწყდება “- განაცხადა რადიო ჰერეთთან  იბრაგიმ ქავთარაშვილის ახლო ნათესავმა, მერაბ ქავთარაშვილმა.

40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილი, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 17 იანვარს მოკლეს.

მკვლელობის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში, გარდაცვლილის  თანასოფლელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი იმყოფება.

მარგოშვილი მკვლელობის შემდეგ, ოთხი დღის განმავლობაში, მიმალვაში იმყოფებოდა.

ქავთარაშვილების გვარმა, სავარაუდო მკვლელის ნათესავებს, მისი გადაცემა მოსთხოვა, რის შემდეგაც, მარგოშვილი პოლიციას ჩაბარდა.

მკვლელობის სავარაუდო მოტივად, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე, ბრალდების მხარემ ეჭვიანობა დაასახელა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

მსგავსი პოსტები

Back to top button