მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელი მკაცრდება

სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში ჯარიმების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ დღეს დეპუტატები სესიაზე.
ასევე, განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს. საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და სასამართლოში წარდგენის ვადებს, რომელიც 12-დან 48 საათამდე იზრდება.
ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის აპარატს.