დავით ახალაიას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას და კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ბრალზე იმსჯელა.

სასამართლომ გამოაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ახალაიას ბრალდების საქმე. ის სასმართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში, განზრახ მკვლელობის მუხლში დამნაშავედ ცნო, ხოლო 33 -ე მუხლით, უფლებამოსილების გადამეტებაში სასამართლომ ახალია გაამართლა.

დავით ახალაიას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მუხლი ამნისტირებულია,შესაბამისად სასჯელს ¼ მოაკლდა და საბოლოოდ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ისიც დამნაშავედ ცნო 25/109 მუხლით, განზრახ მკვლელობაში დახმარება. გიორგი დგებუაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან მარტში მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button