სპორტი

დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენმა“ შეიძინა

საქართველოს ნაკრების და დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა მომავალი სეზონიდან „კოპენჰაგენში“ ითამაშებს.

ბოლო 4 სეზონი 28 წლის მცველმა უკრაინულ შახტარში გაატარა და მისი მაისურით 2020 წელს ევროპა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია. გასულ სეზონში კი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება დავით ხოჭოლავამ 28 მატჩში დაიცვა.

„კოპენჰაგენის“ სპორტულმა მეეჯერმა პიტერ კრისტიანენმა ხოჭოლავას დამატებაზე ისაურა და თქვა, რომ როცა კლუბმა დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა,- მთავარი კანდიდატი ამ პოზიციაზე სწორედ ტანმაღალი და სწრაფად მოძრავი დავოთ ხოჭოლავა იყო, რომელსაც დანიური გუნდი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.

ხოჭოლავა „კოპენჰაგეში“ 2025 წლამდე დარჩება და კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, დავითი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button