მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება.

„ძალიან მალე თბილისში არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა,“– განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი და კომპანია ჯამში კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან.

„მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოს დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი. საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა არის 700 ერთეული. 1 000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი, რომელიც ძალიან დიდი იყო ჰაერის დაბინძურებაში, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button