მნიშვნელოვანისაქართველო
დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის არის დაკავებული, გურჯაანის რაიონულ საასამართლოში, დღევანდელ პროცესზე ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა.
,,მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კირკიტაძემ.
ამის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.