კულტურამოზაიკა

ჰილარი კლინტონი კინო და ტელე ინდუსტრიაში მიდის

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი ქალიშვილი ჩელსი, კინო და სატელევიზიო პროექტებით დაკავდებიან, რისთვისაც ისინი საკუთარ კომპანიას დააარსებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

71 წლის კლინტონი ქალიშვილთან ერთად მოლაპარაკებებს რამდენიმე კინოსტუდიასთან აწარმოებს. პროექტების დასაფინანსებლად ისინი ჰოლივუდის ცნობილ მოღვაწეებთანაც აპირებენ თანამშრომლობას, რომლებიც საარჩევნო კამპანიისას კლინტონს მხარს უჭერდნენ.

ახალი კომპანია ფემინისტური იქნება და პროექტები ძირითადად ქალებს მიეძღვნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button