დავით ონოფრიშვილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

მთავრობის მიერ ინიცირებულ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც არ დაუჭერს. განცხადა თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა.

„მე გადავხედე ბიუჯეტის პროექტს და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის ზრდა არის მხოლოდ 4%, მაშინ, როცა ივნისში შემოსულ ძირითად მიმართულებებში შეთანხმებული იყო 5%-იანი ზრდა. მე მგონი, ეს მინიმუმის მინიმუმია, რაზეც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ორიენტირებული. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ბიუჯეტს გინდაც ძველმა და გინდაც ახალმა პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად არავითარი ცვლილებები არ არის. ერთადერთი მოგების გადასახადი არის შემოსავლებში შემცირებული, რადგანაც იგი უქმდება. სხვა მხრივ, შემოსავლების ზრდა არის მინიმალურზე, ხოლო პროგრამებიც თითქმის უცვლელია“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

ონოფრიშვილი ახალ ბიუჯეტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ინიციატივებს ვერ ხედავს. „შემოსავლების ნაწილი თუ არ გაიზარდა, ახალ პროგრამას ვერ გააჩენ, ან რაღაც მთლიანად უნდა ამოიღო. ძნელია ამ ლოგიკის ახსნა, რადგან არც პენსიების და არც სხვა მნიშვნელოვანი ნაწილის ზრდა არ ჩანს რომელიმე მიმართულებით, ეს ნამდვილად არ არის ის მოლოდინი, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს“, – ამბობს ონოფრიშვილმა.

მისი ვარაუდით, ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტს პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე რადიკალურად შეცვლა მოუწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button