დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა – ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამბობს, რომ გადაწყვეტილება ადამიანურად მტკივნეული, თუმცა პოლიტიკურად აუცილებელია.

“ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, თუმცა ეს იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში.

ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button