კახეთში სილქნეტის მიწოდება პარალიზებულია

კახეთის რეგიონში სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტის”ინტერნეტ მომსახურების მიწოდბა მთლიანად შეფერხებულია.

რადიო ჰერეთთან “სილქნეტის” საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა წერეთელმა განაცხადა, რომ “კახეთის მიმართულებით ფიქსირდება ხარვეზი მაგისტრარულ კაბელზე და ადგილზე სილქნეტის წარმომადგენლები მუშაობენ”.

იგი ვერ აკონკრეტებს თუ როდის აღდგება კახეთში ინტერნეტის მოწოდება.

კახეთის რეგიონში სილქნეტთან ერთად “მაგთიკომი”, “დელტა” და ადგილობრივი “ფრინეტიც” ოპერირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button