დაზარალებულებს ფეხბურთის ფედერაციაც დაეხმარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სტიქიისგან დაზარალებულებს 20 000 ლარი სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე გადაერიცხებათ.
“ერთად დგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ დაბრკოლებებს.
ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ამჯერადაც სამაგალითო იქნება.
სოლიდარობა თბილისის სტიქიით დაზარალებულებს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!” – ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.