თურქეთის ექს-პრეზიდენტი გარდაიცვალა
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი, ოთხშაბათს, ანკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, – გვატყობინებს თურქული სააგენტო “Anadolu”.
პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, საავადმყოფო Guven Hastanesi-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა, სადაც დემირელი მაისის შუა რიცხვებში იყო ჰოსპიტალიზებული.
ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს. მას, თვეზე მეტხანს, სასუნთქი გზების ინფექციისა და გულის უკმარისობას მკურნალობდნენ. სამშაბათს, დემირელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ექიმები ამბობენ, სიკვდილის მიზეზი, გულის უკმარისობა გახდა.
სულეიმან დემირელი (თურქ. Süleyman Demirel; დ. 1 ნოემბერი 1924, ისპარტა) — თურქი პოლიტიკოსი. თურქეთის პრეზიდენტი 1993-2000 წლებში. 1965-1993 წლებში არაერთხელ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
დემირელის მთავარი დამსახურება – ეკონომიკური რეფორმების გატარება იყო, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინდუსტიალიზებას.