დედა შემთხვევით შვილის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

დედა შემთხვევით შვილის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა
წალენჯიხაში, რამდენიმე საათის წინ შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით, დედა, 50 წლამდე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შუახნის ქალი მ.ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერთიფიცირებული პედაგოგი იყო.
“უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში,უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ
გამოსდო მოხდა გასროლა და შემთხვევით დედას მოხვდა საძილე არტერიაში…აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა”,-უთხრა ოჯახის ახლობელმა რადიო თბილისს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით,მუხლით დაიწყო.
შუახნის ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.