რეგიონი

მოქალაქის გადასაყვანად, სამაშველო ჯგუფი თუშეთში ვერტმფრენით გადაფრინდა

შეუძლოდ მყოფი პირი თუშეთიდან თელავის საავადმყოფოში მაშველებმა გადაიყვანეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მცხოვრები მოქალაქის გადასაყვანად, სამაშველო ჯგუფი თუშეთში ვერტმფრენით გადაფრინდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენება, რთული კლიმატური პირობებისა და თუშეთისაკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო გადაწყდა

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებმა მოქალაქე თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი კვლევები უკვე უტარდება.

თუშეთისაკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა, ყოველი წლის ოქტომბერში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.

მთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოქალქეებისათვის პროდუქტის გადატანას და მგზავრობას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, კვირაში ერთხელ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button