მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დედამ ფული დაითვალა და ჩვილი გააყოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, წყვილმა ახალშობილი 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

სუს–მა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ითვლის ბავშვის დედა ფულს და მყიდველს ჩვილის წაყვანის უფლებას აძლევს.

https://www.facebook.com/sssgeo/videos/3086613588092941/

“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.” – აცხადებს სუს–ი.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button