“დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ სერვისცენტრი გაქურდეს”

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზი ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, დადგინდა, რომ „დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა.
მომხდარი ქურდობის შედეგად, კომპანია „სილქნეტმა“ 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“.