დედოფლისწყაროში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ [Video]

თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისზე.

ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებული და შეღებილია რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერი. სახლის მეპატრონის ინფორმაციით, მისთვის უცნობმა პირმა მინები ქვით ჩაამსხვრია, რის შემდეგაც მიმალვა მოახერხა.

პარტიის ხელმძღვანელები მომხდარში ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს, ზურაბ გონაშვილს ადანაშაულებენ. თავად გონაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი დაკავებული არის. ეს პარტიის ოფისზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა, რომელზეც გამოძიება არ დასრულებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button