თბილისში ჩვილის გვამი იპოვეს
თბილისში ახალშობილის გვამი იპოვეს. ბავშვის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.