დედოფლისწყაროში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს [Audio]
სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა დედოფლისწყაროში ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
როგორც რადიო “ჰერეთს” ინტერნეტ გაზეთ “ქიზიყიდან” აცნობეს, წინასარი მონაცემებით, აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან გამოყოფილი ცე-ო 2-ის გაჟონვის შედეგად გაზით ინტოქსიკაციით სოფელ სამრეკლოში 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი გარდაიცვალა.
ცხედრები სოფელში გუშინ დილით აღმოაჩინეს. მამაკაცი სოფელ სამრეკლოს მკვიდრია, ხოლო მრავალშვილიანი დედა სოფელ ხორნაბუჯში ცხოვრობდა.
როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც მათი სტაციონარში გადაყვანა აღარ მომხდარა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს.
გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ლევან მაძღარაშვილი – სოფელ სამრეკლოს რწმუნებული – ხმა