მოსკოვში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი წაუკიდეს [Video]

მხატვარმა-აქციონისტმა, პეტრე პავლენსკიმ მოსკოვის ცენტრში განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კარს ცეცხლი წაუკიდა. მანვე ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

კადრებზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს პავლენსკი ლუბიანკის ქუჩაზე განლაგებული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პირველი სადარბაზოს კართან.

ტელეარხ “Дождь”-ის კორესპონდენტის, ვლადიმერ რომენსკის ინფორმაციით, რომელიც აქციის თვითმხილველი იყო, 9 ნოემბერს, ღამის 2:00 საათზე პავლენსკიმ ფედერალური უსაფრთხოების კარს კანისტრიდან საწვავი შეასხა და სანთებელით ცეცხლი მოუკიდა.

პოლიციის თანამშრომლებმა მხატვარი და 2 ჟურნალისტი დააკავეს.

როგორც პავლენსკის მეუღლემ – ოქსანა შალიგინამ განაცხადა, ეს პერფორმანსი დაგეგმილი იყო.

შეგახსენებთ, რომ მხატვარი პავლენსკი ფართო საზოგადოებისთვის 2013 წლიდანაა ცნობილი. მაშინ ის, რუსი ხალხის აპათიის გასაპროტესტებლად, წითელ მოედანზე სასქესო ორგანოთი ფილაქანს მიეჭედა.

მსგავსი პოსტები

Back to top button