Deep Purple-ის ექს-ვოკალისტი საცხოვრებლად ბელორუსიაში გადადის

ჯგუფების Deep Purple და Rainbow-ს ყოფილი ვოკალისტი, აშშ-ის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, საცხოვრებლად ბელორუსიაში გადადის, – იუწყება ბელორუსიის საზოგადოებრივი ტელეარხი “ОНТ”.

ტელეარხის ინფორმაციით, ტერნერი ბელორუს ქალზეა დაქორწინებული და წელს, პრესის მალულად, მინსკში სამჯერ ჩავიდა.

„ბელორუსიაში ცხოვრებას ვგეგმავ. სამწუხაროდ, აშშ-ში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ჩემს ქვეყანაში ბევრ ნეგატიურ ცვლილებას ვხედავ. სამყაროს სულ სხვა ნაწილში ახალი სახლი ვიპოვე. დიახ, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ტერნერმა.

ჯო ლინ ტერნერი (დ. 1951 წლის 2 აგვისტოს ნიუ ჯერსიში) — ამერიკელიროკ-მომღერალი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯოზეფ ლინკუიტო. ტერნერი მღეროდა ჯგუფ Fandango-ში, შემდეგკი ბრიტანულ როკ-ჯგუფებში Rainbow (1980-1984) და Deep Purple (1989-1992).

მსგავსი პოსტები

Back to top button