პარიზმა მისტრალების მიყიდვის კონტრაქტის ანულირების თანხა დაასახელა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მიშელ საპენმა განაცხადა, რომ მისტრალებთან დაკავშირებული გაუქმებული ხელშეკრულების კომპენსაცია, პარიზს 1 მილიარდ ევროზე ნაკლები დაუჯდება, – გადმოსცემს რადიოსადგური France Inter.
შეგახსენებთ, 2011 წლის ზაფხულში რუსულმა „როსობორონექსპორტმა“ და ფრანგულმა „DCNS“-მა რუსეთისათვის „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 1,2 მილიარდ ევროს შეადგენდა. შეთანხმების მიხედვით, პირველი ხომალდი „ვლადივოსტოკი“ საფრანგეთს რუსეთისთვის 2014 წლის შემოდგომაზე უნდა გადაეცა, თუმცა საფრანგეთმა უარი თქვა კონტრაქტის პირობების შესრულებაზე, რაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთისპ ოზიციას უკავშირდება.
2014 წლის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებაში ოლანდმა აღნიშნა, რომ რუსეთისათვის ხომალდის მიწოდება შეუძლებელი იყო, ვინაიდან „მოქმედებები, რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს, ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებს არღვევს.
“საპასუხოდ პუტინმა განაცხადა,რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ავანსის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. შეთანხმების მიხედვით, მეორე ხომალდი „სევასტოპოლი“ საფრანგეთს რუსეთისთვის 2015 წლის მეორე ნახევარში უნდა გადაეცა.