რეგიონი

დეგნანი ამბობს რომ ომის დროს ყველას ერთიანობაა საჭირო

“საქართველომ დააფიქსირა თავისი მკვეთრი, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია მათ შორის, გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს ფორმატში”- ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თელავში სტუმრობისას განაცხადა
კელი დეგნანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ყველას ერთიანობაა საჭირო.

” მოგეხსენებათ რა მძიმე სიტუაციაა უკრაინაში. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ და ვფიქრობთ მათზე. ერთიანობა ყველამ უნდა გამოვხატოთ. იცით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ჩვენს პარტნიორობას.
საქართველოში რუსულ ბიზნესმენთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, გვესაჭიროება მეტი დეტალი. ახლა რაც არის მნიშვნელოვანი, თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა ქვეყნისათვის, ეს არის ერთიანობა. ამაზე მიუთითებდა მდივნის თანაშემწე ნულანდიც. საქართველომ დააფიქსირა თავისი მკვეთრი, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია მათ შორის, გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს ფორმატში. რათქმა უნდა, ჩვენ კარგად ვხედავთ, ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას და გულუხვობას, უკრაინელი ხალხის მიმართ. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს იყო ომში, რას ნიშნავს თავს გესხმოდნენ, იმიტომ რომ გინდა თავისუფალი იყო. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. როგორც აშშ- ში , ასევე საქართველოში ჩვენ ვნახეთ რას ნიშნავს პილარიზაცია და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. სწორედ ამას გულისხმობდა ნულანდის განცხადებაც, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და ვიფიქროთ იმაზე, რა გზები შეიძლება არსებობდეს ამ მახრდაჭერისათვის– განაცხადა დეგნანმა.
ამერიკელი დიპლომატი თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც მან ამერიკული კუთხე დაათვალიერა

მსგავსი პოსტები

Back to top button